ტანსაცმლის ზომები
19-ე საუკუნემდე ტანსაცმელი მხოლოდ ხელით, ინდივიდუალურად იკერებოდა, თითოეულ კაბას, პიჯაკს თუ შარვალს თავისი ისტორია ჰქონდა — და ზომებიც მხოლოდ მის მფლობელს ეკუთვნოდა. ყველაფერი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ შეიცვალა. ქარხნული წარმოების განვითარებით და სამკერვალო მანქანების გამოგონებით ტანსაცმლის მასობრივი წარმოება გახდა შესაძლებელი, რა დროსაც საჭირო გახდა ზომების მასობრივი სტანდარტიზაცია. სამხედროებმა პირველებმა დაიწყეს ზომების სტანდარტების გამოყენება ფორმების შესაკერად. მათ დაიწყეს ზოგადი ფიზიკური პარამეტრების დაფიქსირება ტანსაცმლის წარმოების დასაჩქარებლად. გამოჩნდა ტანსაცმლის პირველი დასრულებული მოდელები, რომლებიც ერგებოდა ადამიანების უმეტესობას
მე-20 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა სტანდარტიზებული ზომები, ვაჭრობის და მასობრივი წარმოების გასამარტივებლად. ამავდროულად, თითოეულმა ქვეყანამ და მწარმოებელმა დაიწყო საკუთარი სტანდარტების შემუშავება, რამაც გამოიწვია შეუსაბამობები ზომებს შორის, მაგალითად, ევროპულ, ამერიკულ და აზიურ სისტემებს შორის. ეს სისტემები ერთმანეთთან ყოველთვის არ ემთხვევა, ამიტომაც მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ რომელი სტანდარტის მიხედვით ვაპირებთ ტანსაცმლის შეძენას ან შეკერვას.
გთავაზობთ ქალის, კაცის და ბავშვების ტანსაცმლის ზომების ზოგად ცხრილს.
ინდივიდუალურად შესაკერად აუცილებელია ტანსაცმლის ზომების აღება უშუალოდ ხეულიდან. დეტალურად წაიკითხეთ აქ
